ნეპტუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეპტუნი (პლანეტა))
ეს სტატია პლანეტის შესახებაა. მითოლოგიური ღვთაების შესახებ სტატიისთვის, იხილეთ ნეპტუნი (მითოლოგია); უკრაინული რაკეტის შესახებ სტატიისთვის, იხილეთ ნეპტუნი (ფრთოსანი რაკეტა); სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ ნეპტუნი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნეპტუნი

აღმოჩენა
აღმომჩენი ურბენ ლევერიე
იოჰან გალე
ჰენრიხ დ'არე
ჯონ კუჩ ადამსი
აღმოჩენის ადგილი ბერლინი, გერმანია
აღმოჩენის თარიღი 23 სექტემბერი 1846[1]
აღმოჩენის მეთოდი გამოთვლა
ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 4 553 946 490 კმ
30,44125206 ა. ე.
პერიჰელიუმი 4 452 940 833 კმ
29,76607095 ა. ე.
დიდი ნახევარღერძი (a) 4 503 443 661 კმ
30,10366151 ა. ე.
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,011214269
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 60 190 დღე
გარშემოვლის სინოდური პერიოდი 367,49 დღე[2]
ორბიტალური სიჩქარე (v) 5,43 კმ/წმ[2]
საშუალო ანომალია () 267,767281°
დახრილობა (i) 1,767975°
6,43° მზის ეკვატორის მიმართ
ამომავალი კვანძის გრძედი () 131,794310°
პერიცენტრის არგუმენტი () 265,646853°
თანამგზავრები 13
ფიზიკური მახასიათებლები
შეზნექვა 0,0171 ± 0,0013
ეკვატორული რადიუსი 24 764 ± 15 კმ
პოლარული რადიუსი 24 341 ± 30 კმ
ზედაპირის ფართობი (S) 7,6408×109 კმ²
მოცულობა (V) 6,254×1013 კმ³[2]
მასა (m) 1,0243×1026 კგ[2]
საშუალო სიმკვრივე () 1,638 გრ/სმ³[2]
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 11,15 მ/წმ²[2] (1,14 g)
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 23,5 კმ/წმ[2]
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 2,68 კმ/წმ
9648 კმ/სთ
ბრუნვის პერიოდი (T) 0,6653 დღე
15 სთ 57 წთ 59 წმ
ღერძის დახრილობა 28,32°[2]
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () 19სთ 57წთ 20წმ
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 42,950°
ალბედო 0,29 (ბონდი)
0,41 (გეომ. ალბედო)[2]
ხილული ვარსკვლავური სიდიდე 8,0—7,78[2][3]
კუთხური დიამეტრი 2,2"—2,4"[2][3]
ტემპერატურა
 
მინ. საშ. მაქს.
1 ბარის დონე
72 K[2](დაახლოებით-200°C)
0,1 ბარი (ტროპოპაუზა)
55 K[2]
ატმოსფერო[2]
შემადგენლობა:

80±3,2 % წყალბადი

19±3,2 % ჰელიუმი
1,5±0,5 % მეთანი
~0,019 % წყალბადის დეიტერიუმი

~0,00015 % ეთანი

ნეპტუნი (სიმბოლო: ♆) — მზის სისტემაში რიგით მერვე ანუ ბოლო პლანეტა. ყინულის გიგანტი. ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0,011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C (55 °K). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77 °K). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K). ნეპტუნი სიდიდით მესამე პლანეტაა (დიამეტრით მეოთხე).

ნეპტუნის ატმოსფერო შედგება 90 % წყალბადისგან, 19 % ჰელიუმისგან და 1 % სხვა აირებისგან. მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ-ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ, ხოლო მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ-ს (30.44125206 ა. ე.) უდრის, პერიჰელიუმში 4 452 940 833 კმ-ს (29.76607095 ა. ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ-ია (30.10366151 ა. ე.).

ბოლო დროს ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზე ნაკლებად მასიურია. მათი აღმოჩენისას მიიჩნევდნენ, რომ ეს რგოლები არასრული იყო, მაგრამ „ვოიაჯერ 2“-მა ეს ჰიპოთეზა უარყო. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს 13 თანამგზავრი ჰყავს.მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია -235 °C (38 °K) და მას ექსტრემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) აზოტ/მეთანის ატმოსფერო აქვს.

პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთის სამკაპის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა (♆).

პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hamilton, Calvin J.. (August 4, 2001) Neptune. Views of the Solar System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2007-08-13.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 Williams, David R.. (September 1, 2004) Neptune Fact Sheet. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2007-08-14.
  3. 3.0 3.1 Espenak, Fred. (July 20, 2005) Twelve Year Planetary Ephemeris: 1995—2006. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2008-03-01.