ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი).
ტბა არგენტინაში
ტიტიკაკას ტბა პერუში
ოშინენის ტბა, შვეიცარიის ალპებში

ტბა — ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი. დედამიწის ტბების საერთო ფართობი 2,7 მლნ. კმ² (ხმელეთის ფართობის დაახლოებით 1,8%).

წარმოშობის მიხედვით განარჩევენ :

ტბის წყლის ბალანსის მთავარი შემოსავალია აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენი, აგრეთვე ტბის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექები; გასავალია ტბის ზედაპირული და მიწისქვეშა განადენი და აორთქლება ტბის ზედაპირიდან. გვალვიან რაიონებში ტბის წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება და ხშირად ტბა მთლიანად შრება. ქარი ტბის ზედაპირზე იწვევს ღელვას, დინებებს, წყლის მოდენას და განდევნას. ტბის ზედაპირი თბება მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციით. სიღრმეში სითბის გადაცემა ხდება წყლის არევისა და დინებების შედეგად. სითბო იხარჯება აორთქლებაზე, ჰაერში სითბოს გადაცემასა და გამოსხივებაზე. ზომიერი ჰავის ზონაში მდებარე ტბაში ზაფხულობით მყარდება პირდაპირი ტენპერატურული სტრატიფიკაცია: ზედა თბილ ფენასა (ეპილიმნიონი) და ქვედა ცივ ფენას (ჰიპოლიმნიონი) შორის არსებულ ტემპერატურული ნახტომის ფენაში (მეტალიმნიონი) წყლის ტემპერატურა სწრაფად ეცემა; ზამთრობით ამ ტბაზე შებრუნებული ტემპერატურული სტრატიფიკაციაა: ზედაპირიდან სიღრმისაკენ წყლის ტემპერატურა იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეინიშნება ჰომოთერმია — წყლის ტემპერატურა მთელ სიღრმეზე თანაბარია. ცხელსა და ცივ სარტყლებში ტემპერატურული სტრატიფიკაცია სეზონურად არ იცვლება, იქ თითქმისმთელი წლის განმავლობაში შესაბამისად პირდაპირი და შებრუნებული სტრატიფიკაციაა. დიდი ტბები სითბოს საკმაო მარაგისა და ღელვის გამო მდინარეზე უფრი გვიან იყინება. წყალში გახსნილი მარილების რაოდენობის შესაბამისად განარჩევენ მტკნარ, მომლაშო, მლაშე და თვითმლექ ტბებს (მლაშე ტბა). წყალში არსებული მინერალური და ორგანული ნაწილაკების დალექვის შედეგად ხდება ტბების დალამვა და მის ფსკერზე წარმოიქმნება ტბიური ნალექები. წყალში შეტივტივებული მინერალური და ორგანული მარილის რაოდენობაზე არის დამოკიდებული წყლის ფერი და გამჭვირვალობა. ცისფერი და ძლიერი გამჭვირვალობა (40 მ-მდე ბაიკალში) აქვს სუფთა წყალს. ბიოლოგიური პროდუქტიულობის მიხედვით განარჩევენ: ბიოგენური ელემენტებით მდიდარ, მაღალპროდუქტიულ (ევროფულ), ბიოგენური-ელემენტებით ღარიბ, მცირეპროდუქტიულ (ოლიგოტროფულ) და ჰუმანური ნივთიერებებით მდიდარ (დისტროფულ) ტბებს, ევოლუციის პროცესში ტბა ამოივსება ლამით, იფარება შამბით და ნოტიო ჰავის პირობებში გადაიქცევა ჭაობად, მშრალ ჰავაში — მლაშობად. ტბის წყლის რესურსებს და სხვა პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობაში.

ზოგიერთ დიდი ზომის ტბებს ზღვას უწოდებენ; ასეთია მაგ., კასპიის ზღვა.

უდიდესი ტბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ფართობი მდებარეობა
კასპიის ზღვა 386.400 კმ² ცენტრალური აზია
ზემო ტბა 82.414 კმ² აშშ-კანადა
ვიქტორია 68.894 კმ² აღმოსავლეთი აფრიკა
ჰურონი 59.596 კმ² აშშ-კანადა
მიჩიგანი 58.016 კმ² აშშ-კანადა
ტანგანიიკა 32.893 კმ² აღმოსავლეთი აფრიკა
ბაიკალი 31.722 კმ² რუსეთი
დიდი დათვი 31.328 კმ² კანადა
ნიასა 29.600 კმ² მალავი-ტანზანია-მოზამბიკი
დიდი მონები 28.438 კმ² კანადა
ერი 25.667 კმ² აშშ-კანადა
უინიპეგი 24.514 კმ² კანადა
ბალხაში 16.400 კმ² ყაზახეთი
ონტარიო 19.500 კმ² აშშ-კანადა
ლადოგი 17.700 კმ² რუსეთი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტბა&oldid=4506111“-დან